მალე, მოდის და კინო სამყაროში, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევრის პრემიერა შედგება – რეჟისორი რიდლი სკოტი მაყურებელს მაურიციო გუჩის მკვლელობის ამბის საინტერესო ინტერპრეტაციას წარუდგენს.

ფილმში, House of Gucci, მთავარ როლებს ლედი გაგა და ადამ დრაივერი ასრულებენ. სიუჟეტი ბიზნესმენ მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. ლედი გაგა სწორედ ამ მკვლელობაში ბრალდებულის, თავად მსხვერპლის ყოფილი ცოლის – პატრიცია რეჯიანის როლს ასრულებს. სკანდალურად დაანონსებული ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი და პოსტერები გუშინ გამოქვეყნდა.

ლედი გაგა როგორც პატრიჯია რეჯიანი

ადამ დრაივერი როგორც მაურიციო გუჩი

ჯარედ ლეტო როგორც პაოლო გუჩი

ჯერემი აირონსი როგორც როდოლფო გუჩი

ალ პაჩინო როგორც ალდო გუჩი

ფილმის სცენარი დაწერილია სარა გეი ფორდენის 2001 წელს გამოცემული წიგნის მიხედვით, სახელწოდებით: The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed. 

House of Gucci -ს პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერს შედგება.