სწრაფი მოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, H&M მომხმარებელს, წლის მეორე ნახევარში, ფასდაკლებებს კიდევ უფრო მეტი სიხშირით შესთავაზებს. Reuters კომპანიის გადაწყვეტილებას Zara -ს და Shein-ის წარმატებას უკავშირებს.

H&M-ის საერთაშორისო ვებსაიტზე კაბების ფასები 9.99 დოლარიდან იწყება, ჯინსების კი – 19.99$-დან, რაც მას ავტომატურად აქცევს Shein-ისა და Zara -ს მფლობელი კომპანიის, Inditex-ის კონკურენტად. „ჩვენ გვინდა, რომ ხალხი უფრო მეტად აღფრთოვანდეს H&M-ით… ამის მიღწევის ერთი გზა ფასდაკლებებია, ხოლო მეორე, რა თქმა უნდა, საინტერესო კოლექციების, გამოცდილების და ღონისძიებების შექმნა.“ – აღნიშნა H&M-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ერვერმა Reuters-თან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, Zara-ს მფლობელი კომპანია Intidex ზრდას განაგრძობს. 2024 წლის პირველ მეოთხედში, შემოსავალმა 10.6%-ით მოიმატა, რაც შარშანდელ 15%-ზე ნაკლები, თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდზე მეტია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები WWD-სთან საუბარში აღნიშნავენ, ნელი წინსვლა ფასების ზრდის გამო იწინასწარმეტყველეს, თუმცა “მომხმარებლების ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა”. იზრდება Shein -ის მომხმარებელთა რაოდენობა და გაყიდვებიც. ჩინური სავაჭრო პლატფორმა უკვე არის აშშ-ის მასშტაბით, Amazon -ის შემდეგ, მეორე ყველაზე ჩამოტვირთვადი აპლიკაცია.