თანამედროვე ბრენდი არ უნდა იფარგლებოდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერიოდში გაბატონებული ტრენდების, მიმზიდველი ტანისამოსისა, თუ აქსესუარების წარმოებით, რადგან მოდამ უკვე შეიძინა უფრო მეტი სიღრმისეული დატვირთვა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების არა მხოლოდ ვიზუალურ იერსახეზე, არამედ მისი ქცევისა და აზროვნების ფორმირებაზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა, ისე, როგორც არასდროს, მოდას აქვს ნამდვილი ძალაუფლება და შესაძლებლობა, რომ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად მისი სქესის, წარმომავლობის, რასისა, თუ ფორმებისა, თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს და თავდაჯერებულობა შემატოს.
ნებისმიერი ნივთი, როგორი მშვენიერიც არ უნდა იყოს ის, უფერულდება, თუ მისი არსი არ სცილდება მხოლოდ იმას, რასაც თვალით ვხედავთ. სწორედ ამიტომ, აღსანიშნი და მისასალმებელია, როდესაც მოდის ისეთი გლობალური გიგანტი, როგორიც არის H&M, კამპანიით, არ გვაჩვენებს მხოლოდ 2021 წლის ზაფხულის ტრენდულ პროდუქტებს.
#Comebackstronger სლოგანის ქვეშ, H&M საცურაო კოსტიუმების ახალ სარეკლამო კამპანიას გვთავაზობს, რომლის მიზანია ყველა ქალს შთააგონოს, რომ თვითსიყვარული და თავდაჯერებულობა არის სილამაზის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულა, ხოლო ჰარმონიის შეგრძნება გონებრივი კომფორტიდან მომდინარეობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი არის ის, რასაც საკუთარი შინაგანი ხმა გვკარნახობს, ძლიერი თვითშეფასება გვეხმარება გავუმკლავდეთ უარყოფით შეფასებებს და ვიყოთ ბედნიერები საკუთარ სხეულში. ცხადია, რეალობა ხშირად, საკმაოდ რთული და დაუნდობელია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად, როდესაც ქუჩაში გავდივართ, თუ სოციალურ ქსელებში სიახლეებს ვეცნობით, ცნობილი ბრენდის კამპანია გვახსენებდეს საკუთარი თავის მიმღებლობისა და თავდაჯერებულობის უპირატესობებს.
სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ H&M უკვე წლებია კონცენტრირებულია მდგრად და ეთიკურ წარმოებაზე. ამ მხრივ, არც 2021 წლის ზაფხულის საცურაო კოსტიუმების კოლექციაა გამონაკლისი, რადგან ის დამზადებულია გადამუშავებული, ეკო-მეგობრული მასალებით.
რაც შეეხება სარეკლამო ვიდეოს, H&M -ის საცურაო კოსტიუმების ახალი სარეკლამო რგოლი, რომელიც სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის დამზადდა, სამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქალს წარმოგვიდგენს: ტელეწამყვანი – მარიამ სანოგო, მუსიკოსი – მემე ჟორდანია და მოდელი – ალინა ეფიმოვა. კამპანიის სამივე სახე იზიარებს კამპანიის მთავარ მესიჯს, ამის თქმის შესაძლებლობას მათი პირადი ისტორიებიც გვაძლევს.
აღსანიშნავია, რომ პარასკევს, 11 ივნისს, საღამოს 21:00-ზე, მარიამი, მემე და ალინა, მარიამ სანოგოს Instagram -ზე ლაივ ჩართვაში, საკუთარი გადმოსახედიდან და გამოცდილებიდან, უფრო დეტალურად ისაუბრებენ H&M-ის კამპანიში წარმოდგენილი მესიჯების მნიშვნელობაზე.
12 ლარი 29 ლარი 29 ლარი 29 ლარი 39 ლარი
H&M-ის ახალი, საცურაო კოსტუმების კოლექციის შეძენა, ბრენდის, თბილისში არსებულ სამივე მაღაზიაშია შესაძლებელი, რომლებიც მდებარეობს: საბურთალოს სითი მოლში, გალერია თბილისსა და ისთ ფოინთში.
კამპანიის იდეა და წარმოება: ARIAL BOLD x HOLAFILM.