
ნიუ-იორკის სასამართლომ ფრანგული მოდის სახლის, Hermès-ის გახმაურებულ სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქმე ეხება ბრენდის საკულტო ჩანთის, ბირკინის ციფრულ ანალოგს, რომელიც ინტერნეტში NFT-ის სახით გამოჩნდა. ე.წ. მეტა-ბირკინები მეისონ როთსჩიდლმა 2021 წელს შექმნა და გასაყიდად საკუთარ ვებ-საიტზე განათავსა. მას შემდეგ, რაც როთსჩილდმა 100-ზე მეტი ‘მეტა-ბირკინი’ გაყიდა, თითოეული 450 დოლარად, ფრანგულმა მოდის სახლმა მას ინტელექტუალური საკუთრების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლა.

საბოლოოდ, როგორც ოთხშაბათს გაჟღერებული გადაწყვეტილებიდან ხდება ცნობილი, ნიუ-იორკის სასამართლომ მეისონ როთსჩილდის იურისტების არგუმენტები, იმის შესახებ, რომ NFT ბირკინი მეისონის არტისტული გამოხატულების თავისუფლება იყო, არ მიიღო და Hermès-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
ახალგაზრდა მხატვარს და NFT არტისტს ფრანგული ბრენდისთვის 133,000 დოლარის გადახდა დაეკისრა.