ფრანგულმა ბრენდმა, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის ტყავის ნაწარმის, უფრო კონკრეტულად კი, ჩანთების წარმოებით, ახალი აქსესუარი გამოუშვა. Apple -ის ყურსასმენების ჩასადები Hermès-მა ოთხ ფერში წარადგინა. ქეისი შექმნილია ნებისმიერი თაობის Apple AirPods Pro ყურსასმენების შესანახად.

Hermès-ის ტყავის წარმოების ტექნიკა ხარისხთან დაკავშირებით კითხვებს არ ტოვებს, ისევე, როგორც მოცემულობა, რომ თანამედროვე მომხმარებლისთვის ეარპოდს, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ტექნოლოგიურ ნივთს, თუმცა ღირებულება მაინც იწვევს წინააღმდეგობრივ რეაქციებს.

ნივთის შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ და ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში.