ეკონომიკურმა კრიზისმა Hermès-ის მოდის სახლშიც შეაღწია, სადაც 2024 წლის მესამე კვარტალში, გასულ სამ წელში, ყველაზე დაბალპროცენტიან ზრდას ელიან. პროგნოზების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჩანთის, “ბირკინის” მწარმოებელ ბრენდში, გაყიდვები მხოლოდ 10.5%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის, კოვიდ-პანდემიის შემდეგ, ყველაზე დაბალი რიცხვია. Hermès-ის გაყიდვების შენელება, მეტწილად, აზიას, უფრო კონკრეტულად კი, იაპონიისა და ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების კლებას უკავშირდება.
მიუხედავად ზემოხსენებულისა, Hermès მაინც შესამჩნევად ჯობნის კონკურენტებს. 2024 წლის მესამე კვარტალში, ლუი ვიტონის, სეფორას და დიორის მფლობელ კომპანიაში, LVMH-ში გაყიდვების ტემპი არათუ შენელდა, არამედ შემოსავალმა 5%-ით იკლო. იგივე მდგომარეობაა გუჩის, ბალენსიაგას და სენ ლორანის მფლობელ კომპანიაშიც – Kering-ში 16%-იანი კლება დაფიქსირდა.