შესაძლოა, რომ მეორეულმა ინდუსტრიამ აუქციონები ჩაანაცვლოს? ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერმესის ლეგენდარული ჩანთის მეორეული მოდელი 158,000 ევროდ გაიყიდა. რეკორდული გარიგება The Vestiaire Collective-ის პლატფორმაზე შედგა. გასულ 6 თვეში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ პლატფორმაზე ერმესის მეორეული ჩანთა 100,000 ევროზე ძვირად იყიდება.

The Vestiaire Collective-ის ინფორმაციით, 2022 წელს ფრანგული ბრენდის აქსესუარებზე ფასები 15%-ით არის გაზრდილი, თუმცა მიუხედავად ამისა, მათზე მოთხოვნის კლება არ შეინიშნება. სიახლეს საინტერესოს ხდის ის ფაქტიც, რომ 100,000 ევროდ არა მეორეულის, არამედ ბირკინის ახალი მოდელის ყიდვაა შესაძლებელი.