ამერიკელი დიზაინერის, მარკ ჯეიკობსის ახალგაზრდული ხაზის, Heaven by Marc Jacobs -ის ახალი კამპანიიდან პირველი კადრები ვრცელდება.

სანაპიროზე განთავსებული საწოლი, მასზე მჯდომი წითური მოდელი და ფერთა კომპოზიცია – ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია რომ კამპანიის შთაგონება რეჟისორ მიშელ გონდრის 2004 წლის საკულტო ნამუშევარია, სახელად „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (Eternal Sunshine of the Spotless Mind).

სარეკლამო კამპანია ლარისა ჰოფმანმა გადაიღო.

Heaven by Marc Jacobs -ის კოლექციებიდან ნივთების შეძენა და დათვალიერება შესაძლებელია ოფიციალურ საიტზე – Marcjacobs.com.