Chanel-ის მსგავსად, რუსული პასპორტის მფლობელებს დამატებითი შეზღუდვები შეეხებათ ბრიტანეთის საკულტო სავაჭრო ცენტრებში. მათ შორისაა სახელგანთქმული – Harrods. დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრებს ეკრძალებათ მიჰყიდონ რუსებს 300 ფუნტზე მეტი ღირებულების ნივთები. აღსანიშნავია, რომ Harrods-ში წარმოდგენილი “ლაქშერი” ტანისამოსისა და აქსესუარების ღირებულება 350 ფუნტიდან იწყება. გამომდინარე აქედან, შემოღებული შეზღუდვა ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ლონდონის ამ საკულტო მაღაზიაში რუსები ცნობილ ბრენდებს ვერ შეიძენენ.
