ამერიკულმა კონგლომერატმა, Estée Lauder-მა, რომლის მფლობელობაშიცაა ბრენდი Tom Ford, ახალი კრეატიული დირექტორის ვინაობა გაამხილა. 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონიდან Tom Ford-ის კოლექციებსა და იმიჯზე კოლუმბიელი დიზაინერი, ჰაიდერ აკერმანი იზრუნებს. ჰაიდერ აკერმანი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მაღალი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და ამავდროულად დაუფასებელ დიზაინერს, Tom Ford -ის კრეატიულ დირექტორად დღეს წარადგინეს. “ჰაიდერის Tom Ford-ის შემოქმედებით დირექტორად დანიშვნა, ამ ძალიან წარმატებული ბრენდის მიმართ არსებულ ჩვენს ამბიციებს კიდევ უფრო ამყარებს” – აღნიშნავს William P. Lauder, Estée Lauder-ის აღმასრულებელი დირექტორი Vogue Business-თან ინტერვიუში.
ამერიკელმა დიზაინერმა, ტომ ფორდმა ბრენდი – Tom Ford 2005 წელს დააფუძნა. 2022 წელს, 61 წლის ასაკში, ფორდმა მოდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც მოდის სახლი ამერიკულ კონგლომერატს, Estée Lauder-ს 2.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. 2023 წელს, ფორდმა საბოლოოდ დატოვა საკუთარი სახელობის ბრენდი და თავისი შემცვლელად ინგლისელი დიზაინერი პიტერ ჰოკინგსი წარადგინა. პიტერი ტომ ფორდთან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა და იგი ამ როლისთვის ერთ- ერთ ყველაზე შესაფერის კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა თანამდებობაზე წარდგენიდან მხოლოდ ერთ წელში, ჰოკინგსმა, მოულოდნელად, Tom Ford დატოვა.
ჰაიდერ აკერმანი Tom Ford -ისთვის პირველ კოლექციას მომავალი წლის თებერვალში წარადგენს.