ჩოგბურთის მოყვარულთათვის იანიკ სინერი კარგად ნაცნობი სახელია. იტალიელი ჩოგბურთელი, რომელიც ახლა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში მერვე ადგილს იკავებს, უიმბლდონის ტურნირზე Gucci-ს ჩანთით გამოჩნდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ დაუშვეს თეთრის გარდა სხვა ფერის ჩანთა კორტზე.


ისეთ ლეგენდარულ ჩოგბურთელებსაც კი, როგორებიც არიან სერენა უილიამსი და როჯერ ფედერერი, არ მისცემიათ შესაძლებლობა, რომ უიმბლდონის კორტები რომელიმე ბრენდთან მსგავსი თანამშრომლობისთვის გამოეყენებინათ, რაც ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩოგბურთში, ხოლო მეორე მხრივ – იანიკ სინერისა და გუჩის თანამშრომლობის წარმატებას.