იტალიურმა ბრენდმა, Gucci-მ 2024 წლის Resort კოლექციის სარეკლამო კამპანია გაავრცელა. კამპანიაზე ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ იმუშავა.

გიორგაძისთვის 2024 წელი წარმატებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკული ბრენდის, Proenza Schouler-ის უახლეს კამპანიაში 90-იანი წლების სექს-სიმბოლოდ აღიარებული მსახიობი პამელა ანდერსონი სწორედ ქართველმა ხელოვანმა აღბეჭდა. დავითმა გადაიღო კორეული Vogue -ის 2024 წლის იანვრის ნომერიც.