ვარსკვლავს და იტალიურ მოდის სახლს შორის საინტერესო კოლაბორაცია შედგა. ბრიტანელმა მუსიკოსმა გუჩის შემოქმედებით დირექტორთან, ალესანდრო მიკელესთან ერთად, ახალ კაპსულა კოლექციაზე იმუშავა. “ჰარი არაჩვეულებრივად გრძნობს მოდას. ერთად მუშაობის იდეა მაშინ გაგვიჩნდა, როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდით, მე მას საოცნებო გარდერობის შექმნა შევთავაზე ..” – აღნიშნა ალესანდრომ ვოგთან ინტერვიუში.

მიკელეს და სტაილსის საოცნებო გარდერობი მიქსია განსხვავებული ესთეტიკების – 1970-იანი წლების პოპ-კულტურიდან, ტრადიციულ ინგლისურ მკერვალობამდე.


ჰარის სადებიუტო კაპსულა კოლექციის სახელწოდებაა – “Gucci HA HA HA”.


ჰარის სტილის ევოლუციაში გუჩიმ უდიდესი როლი ითამაშა, რაც მეტწილად, სწორედ ალესანდრო მიკელეს დამსახურებაა. მას შემდეგ, რაც ალესანდრო იტალიური ბრენდის შემოქმედებით ხელძღვანელად დაინიშნა, ბრენდში ახალი მნიშვნელოვანი თავი დაიწყო. მიკელეს განსხვავებული და მრავალფეროვანი ესთეტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ სტაილსი მოგვევლინა. დიზაინერს და მომღერალს შორის პროფესიული ურთიერთობა მალე მეგობრობაშიც გადაიზარდა და Harry x Gucci თანამედროვე მოდის ინდუსტრიის განუყრელ მოვლენად იქცა.