ტეილორ სვიფტის რიგით მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით ‘The Tortured Poets Department’ 19 აპრილს გამოვა. სიახლე ვარსკვლავმა გრემის 2024 წლის დაჯილდოებაზე გააჟღერა. “მინდა მადლობა გადავუხადო ფანებს საიდუმლოს გამხელით, რომელზეც გასული 2 წელია ვმუშაობ – ჩემი ახალი ალბომი, The Tortured Poets Department გამოვა 19 აპრილს.” -თქვა Time-ის 2023 წლის პიროვნებამ, ტეილორ სვიფტმა მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების სცენაზე.

მას შემდეგ, რაც ხმისჩამწერმა სტუდია Big Machine Record-მა სვიფტის პირველი 6 ალბომი მუსიკალურ მენეჯერ სკუტერ ბრაუნს პოპ-ვარსკვლავთან შეუთანხმებლად მიჰყიდა, სვიფტი თავის თავდაპირველ ალბომებს, მათზე უფლებების დასაბრუნებლად, ხელახლა წერს. გასულ ოთხ წელში, ამერიკელმა არტისტმა უკვე გამოუშვა თავისი პირველი 6 ალბომიდან ოთხის ხელახალი ვერსია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ The Tortures Poets Department არის სვიფტის არა ხელახლა ჩაწერილი, არამედ სრულიად ახალი ალბომი.

რაც შეეხება მომღერლის კოსტიუმს, რომელიც მას გრემის 2024 წლის დაჯილდოებაზე ამშვენებდა, კაბა სკიაპარელის მოდის სახლის ნამუშევარია.