ჰარი სტაილსი ის არტისტია, რომლის შემთხვევაშიც, ყოველთვის ვიცით ბრენდი და დიზაინერი, ვის სამოსსაც მოირგებს, თუმცა ინტერესი მაინც არ გვიქრება. მომღერალი იტალიური მოდის სახლის, Gucci -ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა.

რა თქმა უნდა, 2021 წლის Grammy Awards არ ყოფილა გამონაკლისი. გუშინ, ლოს-ანჯელესში სტაილსი ალესანდრო მიკელეს ახალი დიზაინით ვიხილეთ.

გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მუსიკოსს დაჯილდოების გახსნის პატივი ერგო, ეს არ ყოფილა მისი ერთ-ერთი აღსანიშნი მომენტი გუშინდელი საღამოდან. ჰარიმ გრემის 63-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო პოპ შესრულების ნომინაციაშიც გაიმარჯვა.

ფოტოები „გრემის“ 2021 წლის დაჯილდოებიდან: