გოთიკური სტილი ჯერ ეკრანებზე დაბრუნდა, როდესაც Netflix-ის “ვენსდეი” სთრიმინგ სერვისის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სერიალად იქცა, შემდეგ ვარსკვლავების ყოველდღიურ სტილში შეაღწია, ახლა კი, საერთაშორისო პოდიუმზეც გამოჩნდა.
მოდის კვირეულების 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გოთიკური სტილი ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ტრენდი იყო. ეს არა მხოლოდ ტანისამოსისს ეხება, არამედ მაკიაჟს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვიზუალის სრულყოფაში.
ნიუ-იორკში დაფუძნებული ბრენდი, როდარტე შესაძლოა იყო ამ ტრენდის ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეული მაგალითი, თუმცა არც დიორისა და ჟივენშის მოდის სახლების ვიზაჟისტებმა გამოიჩინეს ნაკლები ინტერესი. არის თუ არა ეს მინიმალისტური “clean girl” ესთეტიკის დასასრული, რთული სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – გოთიკური სტილი ასეთი პოპულარული დიდი ხანია არ ყოფილა.
Erdem შემოდგომა/ზამთარი 2023
Dior შემოდგომა/ზამთარი 2023
Rodarte შემოდგომა/ზამთარი 2023
Givenchy შემოდგომა/ზამთარი 2023
Rick Owens შემოდგომა/ზამთარი 2023