ჟივენშიმ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სარეკლამო კამპანია გაავრცელა, რომლის შემოქმედებითი დირექტორი ამერიკელი დიზაინერი, მეთიუ უილიამსია.

Givenchy გაზაფხული 2021 (მეთიუ უილიამსის პირველი კამპანია)

ფოტოგრაფი: Heji Shin
კამპანიის სახეები: Kendall Jenner, Bella Hadid, Playboi Carti, Anok Yai & Liam Powers
სტილისტი: Lotta Volkova
ვარცხნილობის სტილისტი: Akki Shirakawa
ვიზაჟისტი: Aaron de Mey

ამერიკელი დიზაინერი Givenchy -ს კრეატიულ დირექტორად 2020 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ინგლისელი, კლერ უაით კელერი შეცვალა. უილიამსმა ცნობადობა საკუთარი ბრენდით მოიპოვა, თუმცა სანამ  1017 ALYX 9SM  შექმნიდა,  მისი პორტფოლიო არაერთი აღსანიშნავი კოლაბორაციით შეივსო. მან 2008 წელს მუსიკალურ ინდუსტრიაში კანიე უესტთან მუშაობით დაიწყო, 2011 წლამდე ლედი გაგას კრეატიული დირექტორის როლი ჰქონდა მორგებული. გაგას შემდეგ, ლონდონში ფოტოგრაფ ნიკ ნაითთან დაიწყო თანამშრომლობა. მისი მომდევნო ნაბიჯი ვირჯილ აბლოსთან და ჰერონ პრესტონთან ერთად Been Trill-ის ჩამოყალიბება იყო. 2015 წელს კი, საკუთარი ბრენდი ალიქსი შექმნა. მომდევნო წელს ის ჟივენშის მფლობელი კომპანიის, LVMH-ის კონკურსის ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა.