2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე მამაკაცის ტრადიციული სტილის ელეგანტურობამ ახალი ელფერი შეიძინა. კოლექციებში უხვად შევხვდით ფემინურ და რომანტიკულ დეტალებს. პრეზენტაციებზე წარმოდგენილი ნამუშევრების დიდ ნაწილს უფრო მეტად სენსუალურობა ახასიათებდათ, ვიდრე სიმკაცრე.

ერთ-ერთი ტრენდი, რომელიც ამ სეზონზე გამოიკვეთა გამჭირვალე ზედებია, რომლებიც სხვადასხვა სახით ვიხილეთ დამწყები დიზაინერების თუ ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე.

ლუდოვიკ დე სენ სერნენის მბზინვარე ტოპები მამაკაცმა მოდელებმა მინი ქვედაბოლოებთან ერთად წარადგინეს, სტეფანო გაბანამ და დომენიკო დოლჩემ თავიანთ შოუზე გამჭირვალე სამოსი ყველაზე დიდი რაოდენობით აჩვენეს, ენტონი ვაკარელოს ვერსიები კი Saint Laurent-ის ახალი კოლექციის ბუნებას ჰარმონიულად შეერწყა.

ბრენდები, რომელთა 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციებში გამჭირვალე მაისურები და პერანგები იყო წარმოდგენილი:

Vain

კრეატიული დირექტორი: ჯიმი ვაინი

Martine Rose

კრეატიული დირექტორი: მარტინ როუზი

Dolce & Gabbana

კრეატიული დირექტორები: დომენიკო დოლჩე & სტეფანო გაბანა

Fendi

კრეატიული დირექტორი: სილვია ვენტურინი ფენდი

Emporio Armani

კრეატიული დირექტორი: ჯორჯო არმანი

Saint Laurent

კრეატიული დირექტორი: ენტონი ვაკარელო

Marine Serre

კრეატიული დირექტორი: მარინ სერი

Ludovic de Saint Sernin

კრეატიული დირექტორი: ლუდოვიკ დე სენ სერნენი

Dries Van Noten

კრეატიული დირექტორი: დრის ვან ნოტენი