ლონდონში 2024 წლის მოდის დაჯილდოება 2 დეკემბერს, როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართება. ბრიტანეთის მოდის საბჭომ, რომელიც დაჯილდოების ორგანიზატორი გახლავთ, პრესტიჟულ კატეგორიებში ნომინანტების ვინაობა გაამჟღავნა.
წლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში, 6 დიზაინერია წარდგენილი: ჯონ გალიანო მარჯიელას მოდის სახლისთვის, ჩემენა კამალი ქლოეს მოდის სახლისთვის, ჯონათან ანდერსონი ლუევესთვის, მიუჩია პრადა პრადასა და მიუ მიუსთვის, პიტერ მიულიე ალაიასთვის და ბოლოს – რიკ ოუენსი საკუთარი სახელობის ბრენდისთვის.

რაც შეეხება წლის საერთაშორისო ტოპ მოდელს, ნომინანტებს შორის მოხვდნენ: ანოკ იაი, ლიუ ვენი, მონა თუგარდი, ამელია გრეი, ალექს კონსანი და ალვა კლერი.
სრულად დაჯილდოების ნომინანტების ვინაობა იხილეთ: Fashionawards.com