ყოველი წლის ოქტომბერში, ლონდონი არტ-ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც Frieze -ის სახელითაა ცნობილი. როგორც ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, ლონდონის Frieze-ის ფესტივალიც მოდასთან ხშირად იკვეთება, თუმცა წლევანდელი შემთხვევა განსხვავებულია. დედოფალ ელიზაბედ მეორეს გარდაცვალების გამო, ლონდონის მოდის კვირეულზე დაგეგმილი არაერთი ჩვენება გაუქმდა, დიზაინერების გარკვეულმა ნაწილმა, შოუს გამართვა სექტემბრის ნაცვლად, ოქტომბერში გადაწყვიტა. შედეგად, Frieze -ის კალენდარში მოდის კომპანიები იმაზე დიდი დოზით აღმოჩნდნენ, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამის შემდეგ, მოდის პრესამ Frieze-ს, ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანის და პარიზის გვერდით, „მეხუთე“ მოდის კვირეული უწოდა.
არტ-ფესტივალზე გამართულ მოდის ღონისძიებებში განსაკუთრებით აღნიშვნას ეს 3 ბრენდი და ჩვენება იმსახურებს.
Alexander McQueen – გაზაფხული/ზაფხული 2023