ერთი თვის წინ, კალიფორნიის სენატორმა, კამალა ჰარისმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ის აშშ-ს პირველი არჩეული ქალი ვიცეპრეზიდენტია. ამასთან, კამალა ისტორიაში შევა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი  ფერადკანიანი და აზიელი-ამერიკელი ვიცეპრეზიდენტიც. ჰარისი კალიფორნიაში 2 ემიგრანტის ოჯახში დაიბადა.

პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში ადგილს დაიკავებს, Forbes -ის 2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალბატონების ასეულში მესამე ადგილს იკავებს. კამალა პირველად მოხვდა გამოცემის პრესტიჟულ რეიტინგში. როგორც Forbes -ში აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც კამალა აშშ-ის პოლიტიკაში მოწინავე თანამდებობაზე მოგვევლინება, მასზე უფრო გავლენიანი მხოლოდ 2 ქალი იარსებებს: გერმანელიის კანცლერი, Angela Merkel და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, Christine Lagarde.

პოლიტიკის მაღალ წრეებში ქალების წინსვლა შესამჩნევია. ყოველწლიურად, მსოფლიოს პოლიტიკაში, უფრო მეტი ქალი იკავებს მნიშვნელოვან თანამდებობას, რაც განაპირობებს Forbes – ის რეიტინგების ცვლილებას. თუ წარსულში, ყველაზე გავლენიანი ქალების ასეულში მეტწილად შოუბიზნესის წარმომადგენლები იკავებდნენ ადგილს, ახლა ვხედავთ, რომ რეიტინგში ჩნდებიან ახალი სახეები, რომლებიც არიან პოლიტიკური ლიდერები და არა მხოლოდ მომღერლები და მსახიობები.

ასეულში მაღალი მოდის ერთადერთ დიზაინერს ვხვდებით. Tory Burch თავისი სახელობის კომპანიის აღმასრულებელი და შემოქმედებითი დირექტორია. ფორბსის მონაცემებით, ამერიკელი დიზაინერის ბრენდის წლიური ბრუნვა 1.5 მილიარდი დოლარია, ხოლო მისი პირადი ქონება 900 მილიონს უტოლდება.

Tory Burch

ყველაზე გავლენიანი ქალი მუსიკოსების სამეულს Rihanna, Beyoncé და Taylor Swift ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ რიანა ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებს. ბარბადოსელს, 2016 წლის შემდეგ, ახალი ალბომი არ გამოუშვია, თუმცა მას მულტიმილიონიანი თანამშრომლობა აკავშირებს მოდაში ყველაზე დიდ კონგლომერატთან. LVMH- თან პარტნიორობით, რიანამ კოსმეტიკის, ტანსაცმლის და საცვლების ხაზები გამოუშვა, მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს კოსმეტიკის ბრენდი – Fenty Beauty.

იხილეთ სრულად – Forbes.com