დროსთან ერთად, მოდის კვეთა განსხვავებულ ინდუსტრიებთან, ძალიან პერსპექტიული და შემოსავლიანი გახდა. შედეგად, უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს რაღაც ფორმით მაინც ჩაერთოს ტანსაცმლისა და სილამაზის უზარმაზარ ბიზნესში.

გასულ წელს, როდესაც ფერარიმ პირველი ჩვენება გამართა, ცხადი გახდა, რომ იტალიური სპორტული მანქანების გიგანტს მოდაში იმაზე დიდი ამბიციები აქვს, ვიდრე უბრალოდ კაპსულა კოლექციებია. მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ახალ სეზონზე, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, Benedetto Vigna-მ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. “ფერარი. მთელი თავისი არსით, არის ყველაზე ინოვაციური და გამორჩეული ლაქშერი ბრენდი, ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ Lifestyle-ის განვითარებაში,” – აღნიშნა ბენედეტომ.

დასაწყისისთვის, კომპანია იმუშავებს, რათა 2026 წელს, ფერარის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბიზნესი გაორმაგდეს.