თუ 2024 წლის ყველაზე გახმაურებულ კინო ნამუშევრებზე დავფიქრდებით, ერთ-ერთი პირველი ლუკა გუადანინოს ფილმი – Challengers გაგვახსენდება. ფილმის სიუჟეტი პროფესიონალი ჩოგბურთელების გარშემო ვითარდება, მთავარ როლში კი, თანამედროვე ჰოლივუდის საყვარელი მსახიობი- ზენდეია გვევლინება. სწორედ ფილმი Challengers გახდა ინსპირაცია და ერთგვარი კონცეფციაც შვეიცარიული სპორტული ბრენდის, ON-ის ახალი სარეკლამო კამპანიის, რომელმაც უკვე მოიცვა ინტერნეტი ვირუსულად.

სპორტული ფეხსაცმლისა და ტანისამოსის კომპანიამ, ახალ რეკლამაში, ზენდეია ჩოგბურთის ლეგენდარულ ფიგურასთან თვით როჯერ ფედერერთან ერთად გადაიღო.

იხილეთ ON-ის ახალი სარეკლამო რგოლი სრულად: