მაღალმა ხარისხმა, უზადო გემოვნებამ და საკუთარი სტილის ერთგულებამ, Armani-ის საერთაშორისო აღიარება მოუტანა. დღესდღეისობით, ყველაფერი, რაც Armani-ის სახელს ატარებს, სრულყოფილი სტილის, სილამაზისა და ფუფუნების სინონიმია.
Armani განსაკუთრებით პოპულარულია და უყვართ საქართველოშიც. მოდა რომ სოციალურ-კულტურული მოვლენაა და მჭიდროდ დაკავშირებულია ზოგად კულტურულ ჩვევებთან და ცხოვრების სტილთან, სიახლე არავისთვისაა. იტალიელებისა და ქართველების კულტურა და გემოვნება კი, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. Armani-ის მინიმალისტური და დახვეწილი იტალიური სტილი, მატერიების მიქსი და ფერთა შეხამება, ბუნებრივად ერგება ქართველების ზოგად გემოვნებას.
როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, გასულ თვეს, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის 48 ნომერში, EMPORIO ARMANI-ის პირველი მონობრენდული მაღაზია გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია, როგორც ქალისა და მამაკაცის, ასევე ბავშვის ტანისამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. საქართველოში Armani-ის ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია NABU, რომლის მფლობელობაშიცაა მაღაზია New Trend, პირველი “Department Store” საქართველოში, სადაც ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი დიზაინერული ბრენდების უახლესი კოლექციებია წარმოდგენილი.
EMPORIO ARMANI-ის მაღაზიაში შესვლის მომენტიდან, ყურადღებას იქცევს დახვეწილი და გემოვნებიანი ინტერიერი. მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად, ‘“ლაქშერი შოპინგის” გამოცდილებაში, დახვეწილი გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ EMPORIO ARMANI-ის მაღაზიის ინტერიერი თავად ჯორჯო არმანიმ, ARMANI Group-ის არქიტექტორთა გუნდთან ერთად, სპეციალურად თბილისისთვის დააპროექტა. თბილისელების სტილი ოდითგანვე მიდრეკილი იყო მაღალი მოდის ისეთი სტანდარტებისაკენ, რომლებიც ადაპტირდება თანამედროვე ცხოვრების სტილთან. მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე ტრენდების მიმართ ინტერესი თბილისშიც შესამჩნევია, ადგილობრივი მოდა მაინც არ ექცევა ცვალებადი გემოვნების ზეგავლენის ქვეშ. პირიქით, თანამედროვე თბილისის სტილის მთავარი მახასიათებელი, მაინც არის ელეგანტური, მინიმალისტური, ხარისხიანისა და ყოველდღიურობასთან თავსებადობის მიმზიდველი კომბინაცია. ეს კი, რა თქმა უნდა, გემოვნებასთან ერთად, განპპირობებულია იმით, რომ ყოველდღიურად განსხვავებულ გარემოში გვიწევს თავის წარდგენა, იქნება ეს საქმიანი, დასასვენებელი თუ გამოსასვლელი.
თანამედროვე თბილისელების ცხოვრების სტილი მოითხოვს მოდას, რომელიც ფეხს უწყობს აქტიურ ყოველდღიურ რიტმს, თუმცა ინარჩუნებს დახვეწილ და კლასიკურ მახასიათებლებს. ეს ყოველივე იდეალურად თავსებადია EMPORIO ARMANI-ის ხელწერასთან, რომელიც უკვე ათწლეულებია ქმნის ტრენდულ ტანისამოსს, თანაც ისე, რომ ინარჩუნებს “არმანის” კლასიკურ და მინიმალისტურ ბუნებას. წლების განმავლობაში, დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ გემოვნური ტრენდული მახასიათებლები გასათვალისწინებელია, თუმცა ქართველი მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ მსოფლიოში აღიარებულ ლიდერ ბრენდებს. სანდოობა ბრენდის მიმართ და მყარი რეპუტაცია არანაკლებ მნიშვნელობის მქონეა, ვიდრე უშუალოდ ქსოვილის დიზაინი.
ყველაფერი ეს კი, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისში EMPORIO ARMANI-ის მონობრენდული მაღაზიის არსებობა ხარისხისა და მოდის ადგილობრივი მიმდევრებისთვის განსაკუთრებული საჩუქარია.
ვსაუბრობთ რა სანდოობაზე, როგორც უკვე ითქვა, EMPORIO ARMANI-ის საქართველოში წარადგენს კომპანია NABU, ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოში მაღალი მოდის სახლებს წარმოადგენს უკვე თითქმის 30 წელია და რომლის მფლობელობაშიცაა საქართველოში დიზაინერული ბრენდების პირველი “Department Store” – NEW TREND. ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, თბილისში EMPORIO ARMANI-ის კოლექციები სწორედ NEW TREND-ში იყიდებოდა. მეტიც, კომპანია NABU გახლავთ ARMANI-ის კიდევ ერთი, უფრო ახალგაზრდული ბრენდის, Armani Exchange -ის ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოს ბაზარზე. ისეთი კომპანიებისა და მაღაზიების არსებობა, როგორებიცაა NEW TREND და ახლა უკვე მონობრენდული მაღაზია – EMPORIO ARMANI, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის მოდის გლობალურ რუკაზე, არამედ – ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რამდენადაც ლაქშერი შოპინგი გლობალური ეკონომიკისა და ტურიზმის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ – ის რომ წელს თბილისს EMPORIO ARMANI- -ის მონობრენდული მაღაზია შეემატა, ეს შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ NEW TREND-ის მრავალწლიანი გამოცდილების, ცოდნითა და მონდომებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართველი მომხმარებლების ენთუზიაზმით Armani-ს და ზოგადად, ძვირფასი და გემოვნებიანი მოდის მიმართ. ეს ყოველივე ერთიანობაში კი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქართული მოდისა და ეკონომიკის განვითარების პროცესში.