ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, ემილი კუპერის ისტორია, რომელიც სამუშაოდ პარიზში ჩადის, კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 21 დეკემბერს, სერიალის მესამე სეზონის პრემიერა შედგა.

წინა სეზონების მსგავსად, Emily in Paris -ის ახალი ეპიზოდებიც დატვირთულია მოდით. “ვფიქრობ, რომ ამ სეზონზე კიდევ უფრო დიდი თავისუფლება მქონდა. ჯამში, 14,000 ნივთი გვქონდა კატალოგში,” -ამბობს სერიალის მესამე სეზონის კოსტიუმების დიზაინერი, მერილინ ფიტუსი. მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ლილი კოლინზმა მესამე სეზონში, ჯამში 43 ლუქი მოირგო.

აღსანიშნავია, რომ Emily in Paris -ის პირველი ორი სეზონის კოსტიუმების მთავარი დიზაინერი ლეგენდარული პატრისია ფილდი იყო. პატრისიას სახელს უკვაშირდება ადრეული 2000-იანი წლების ისეთი საკულტო სერიალის კოსტიუმების დიზაინი, როგორიცაა Sex and the City. გამომდინარე აქედან, მისი ადგილის დაკავება საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული მისიაა, რომელსაც მერილინ ფიტუსმა თავი წარმატებით გაართვა.

გთავაზობთ მთავარი პერსონაჟის, ემილი კუპერის 10 დასამახსოვრებელ ლუქს მესამე სეზონიდან:

1/10

2/10

3/10

4/10

5/10

6/10

7/10

8/10

9/10

10/10