საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, Elite Model Look, რომელმაც წლების განმავლობაში აღმოაჩინა ისეთი ცნობილი და წარმატებული მოდელები, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ლარა სტოუნი, ჟიზელ ბუნდჩენი, კლაუდია შიფერი, ალესანდრა ამბროსიო და ვიტორია ჩერეტი, ახალი სახეების შერჩევას იწყებს.
ტრადიციულად, Elite Model Look-ის კონკურსი გაიმართება საქართველოშიც, გამარჯვებული გოგონა და ვაჟი საერთაშორისო ფინალზე გაემგზავრებიან, სადაც შანსი ექნებათ გადადგან პირველი დიდი ნაბიჯები მაღალი მოდის გლობალური პოდიუმისაკენ.
Elite Model Look Georgia -ს, ტრადიციულად, სამოდელო სააგენტო “IC MODEL MANAGEMENT” ატარებს.
კონკურსზე დასარეგისტრირებლად თუ სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ლინკს: