პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო კონკურსისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. თუ თქვენ უკვე შეგისრულდათ 14 წელი და გსურთ სამოდელო კარიერის დაწყება, ან განვითარება, Elite Model Look Georgia საუკეთესოა შესაძლებლობაა მიზნის მისაღწევად.
Elite Model Look – ეს არის საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. კონკურსმა აღმოაჩინა ისეთი წარმატებული სუპერმოდელები, როგორებიც არიან: ჟიზელ ბუნდჩენი, კლაუდია შიფერი, ალესანდრა ამბროსიო და ა.შ.
Elite Model Look Georgia -ს, ტრადიციულად, სამოდელო სააგენტო “IC MODEL MANAGEMENT” ატარებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულია თათია ახალაია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი, როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში.
მონაწილეობის მსურველებმა შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია – Elitemodellook.com/ge, ან მიბრძანდეთ ნიკო ნიკოლაძის 6 ნომერში.