თუ არსებობს ცნობილი მოდის სახლი, რომელიც ვარსკვლავურ კულტურასთან ასოცირდება, მაშინ, უდავოა, რომ ეს – არის Versace. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც მაღალი მოდის ინდუსტრიაში, სელებრითების და მოდის სახლების კონტრაქტები უცხო ხილი იყო, ჯანი ვერსაჩე აქტიურად მუშაობდა მუსიკოსებთან, ათლეტებთან და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სხვა სახეებთან. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ვერსაჩე პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც მოდაში სელებრითების მნიშვნელობა და გავლენა გაიაზრა.
ბრენდის იდენტობაში ვარსკვლავებთან ახლო ურთიერთობა იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული, რომ დღეს არსებულ რეალობაშიც კი, როდესაც თითქმის აღარ არსებობს ცნობილი მოდის სახლი, რომელსაც ვარსკვლავთან კონტრაქტიანი თანამშრომლობა არ აკავშირებს, Versace-ს და სელებრითების კოლაბორაცია კვლავ ყველაზე ბუნებრივ მოვლენად აღიქმება.

Versace-ს ახალ მუზებიდან ერთ-ერთია დუა ლიპა. დუა საზოგადოებამ Youtube -დან გაიცნო. ახალგაზრდა მომღერალი Youtube-ზე სხვა მუსიკოსების ჰიტების ქავერ ვერსიებს ანთავსებდა. 2015 წელს, დუათი მესამე უდიდესი ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ხმის ჩამწერ ლეიბლთა ჯგუფს ეკუთვნის, Warner Music Group დაინტერესდა, რის შემდეგაც ლიპას კარიერა გასაოცარი სისწრაფით განვითარდა. მხოლოდ 5 წელში, დუა ძალიან ცნობილ და წარმატებულ ახალგაზრდა ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, რომლის კვალი შესამჩნევი ხდება მოდაშიც.
ის შესაძლოა არ იყოს ლედი გაგასავით ეპატაჟური, ან რიანასავით ტრენდული, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა ვერსაჩესთვის იდეალური წარმდგენია.
დუას ახალი პერფორმანსი Versace-ს სამოსში
თვალი გადავავლოთ დუა ლიპას ვერსაჩეს სამოსში,გამორჩეული 12 მომენტი:
1/12
2/12
3/12
4/12
