საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის გასაკეთებლად შეუფერებელი დრო არ არსებობს, მაგრამ ვერც დღესასწაულებისა და სიმბოლური დღეების განსაკუთრებულ მნიშვნელობას უარვყოფთ.  ვალენტინობას, როგორც სიყვარულის დღესასწაულს, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, 14 თებერვალს აღნიშნავენ, გამონაკლისი არ არის საქართველო. ამ დღეს, არა მხოლოდ მღელვარება და მოლოდინი მატულობს, არამედ პასუხისმგებლობაც, რომელიც კარგი საჩუქრის შერჩევას ახლავს თან. 

როდესაც საუბარია სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ საჩუქარზე და არა მხოლოდ, თავადაც შეამჩნევდით, რომ ბაზარზე არსებული არჩევანი მრავალფეროვანია. ამას ემატება სპეციალურად ვალენტინობის დღისადმი შექმნილი პროდუქტების სიმრავლეც.  რაც ნამდვილად კარგია, თუმცა ამავდროულად – მომხმარებლებში დაბნეულობასაც იწვევს.   სწორედ ამიტომ, თუ გვსურს, რომ ჩვენმა საჩუქარმა განსაკუთრებული როლი შეითავსოს და ამასთან ერთად, გაამართლოს გაწეული ფინანსური ხარჯი, მნიშვნელოვანია ის იყოს მარადიულად მოთხოვნადი და კლასიკური ნივთი.  მოდის ყველა მოყვარულმა იცის, რომ კარგად შერჩეული აქსესუარი არა მხოლოდ სრულყოფს ჩვენს სტილს და გვანიჭებს ესთეტიკურ სიამოვნებას, არამედ ის შეიძლება გახდეს ძლიერი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

TI’ME Georgia

თუ ახლა საჩუქრის შერჩევის პროცესში ხართ და ჯერ კვლავ არ იცით რით გაახარებთ საყვარელ ადამიანს, გირჩევთ TI’ME-ისა და „პანდორას“ მაღაზიებში წარმოდგენილ კოლექციებს გაეცნოთ. გაზვიადებული არ იქნება იმის თქმა, რომ TI’ME არის მაღაზია, რომელიც იდეალურად აბალანსებს ხარისხს და გემოვნებას.  იქნება ეს სამკაულები თუ საათები, როდესაც საქმე ეხება დახვეწილ და სასურველ აქსესუარს, ის ყოველთვის უნდა იყოს თქვენი რჩეული მაღაზიების მოწინავე რიგებში.

გთავაზობთ TI’ME-ისა და „პანდორას“ მაღაზიებში წარმოდგენილ რამდენიმე გამორჩეულ ნივთს სასაჩუქრედ და არა მხოლოდ:

Daniel Wellington-ის კოლექციები მინიმალიზმის მოყვარულებისთვისაა. ეს ბრენდი, სუფთა დახვეწილი დიზაინით, მარადიული სტილის მშვენიერებას კიდევ უფრო გამოკვეთს.

გულის ფორმის რომანტიკული დიზაინით, Pandora-ს ეს კოლექცია სიყვარულის დღეს ვიზუალურად იდეალურად ერგება. ვერცხლის სამკაული წითელი თვლებთან კომბინაციაში, თვალშისაცემ ეფექტს ქმნის და მომენტალურად იქცევს ყურადღებას.

დახვეწილ და გემოვნებიან კოლექციას გვთავაზობს იტალიური სამკაულების ბრენდი – Ti Sento-ც. ამ ბრენდის ფილოსოფია ოქროზე მუშაობის უმაღლესი სტანდარტების ვერცხლზე მორგებაა.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ TI’ME-ში წარმოდგენილი ბრენდები მრავალფეროვანია და გვთავაზობს, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცებისთვის განკუთვნილ ნივთებს. ამიტომ, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის თქვენი საჩუქრის ადრესატი, შეგიძლიათ მშვიდად შეუდგეთ შოპინგის საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიამოვნო მისიას.  ახლა კი, ამისთვის ნამდვილად საუკეთესო დროა, რადგან როგორც TI’ME-ის, აგრეთვე „პანდორას“ ფილიალებში, ვალენტინობისთვის დღისთვის სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები დაგხვდებათ.

მოიწონეთ TI’ME-ის Facebook გვერდი, ასევე დაათვალიერეთ და შეიძინეთ კოლექციები მაღაზიის ოფიციალურ ვებ-საიტზეც: Time.ge.