კარდაშიან-ჯენერების ოჯახის თანამშრომლობა იტალიურ მოდის სახლთან გრძელდება. ამჯერად, ბრენდის სარეკლამო კამპანიაში კაილი ჯენერს ვხედავთ, რომელიც რეკლამას უწევს დოლჩე&გაბანას 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სათვალეების ხაზს. კოლექცია აერთიანებს მამაკაცის აქსესუარებსაც, შესაბამისად, კამპანიას ჰყავს მეორე სახეც – იტალიელი მსახიობი და სოციალური ქსელების ვარსკვლავი, მიკელე მორონე, რომელთანაც ბრენდს ახლო ურთიერთობა აკავშირებს.

სარეკლამო კამპანიაზე მოდის ფოტოგრაფიის ცნობილმა დუეტმა იმუშავა, საუბარია მერთ ალასზე და მარკუს პიგოტზე, რაც შეეხება სტილს, კამპანიის სტილისტია მეივი რეილი.

Dolce & Gabbana სათვალეების ხაზი – 2023 წლის ზაფხულის სარეკლამო რგოლები: