“Dior J’adore” არ არის ფრანგული ბრენდის პირველი არომატი, თუმცა მიუხედავად ამისა, კომერციული თვალსაზრისით, ის არაფრით ჩამოუვარდება უფრო დიდი ისტორიის მქონე პროდუქტებს. დღესდღეისობით, სუნამო, რომელის თავდაპირველი ვერსია ცნობილმა პარფიუმერმა Calice Becker– მა შექმნა, გლობალური ბესტსელერია და დიორის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების რიგებში საპატიო ადგილს იკავებს. ამით აიხსნება ფრანგული მოდის სახლის დაინტერესება და სურვილი მუდმივად განავითაროს “J’adore”-ის ხაზი.
ცოტა ხნის წინ, ბრენდის პარფიუმერიის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, აგრეთვე ძალიან ცნობილმა და აღიარებულმა პარფიუმერმა, Francis Kurkdjian-მა “J’adore”-ის მორიგი სურნელი წარადგინა, სახელწოდებით – J’Adore L’Or. ამ სახელწოდებით სუნამოს პირველი ვერსია ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვიდა, თუმცა როგორც მოდის სახლი და ფრანსისი განმარტავენ, განახლებული სურნელი ყვავილების კიდევ უფრო ნიუანსური არომატით გამოირჩევა და ახალ მომენტალურად მიმზიდველ სურნელს ქმნის.
2004 წლიდან სუნამოს უცვლელი სახეა Charlize Theron. ბრენდმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და 2023 წლის J’Adore L’Or-ის კამპანიის სახედ კვლავაც სამხრეთ აფრიკული წარმოშობის მსახიობი წარმოგვიდგინა.