სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც AP News-ს საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ განუმარტა, აშშ-ში მცხოვრები პალესტინური ფესვების მოდელსა და ფრანგულ მოდის სახლს შორის კონტრაქტი 2022 წლის მარტში დასრულდა, ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გაღვიღვებამდე წელიწადნახევრით ადრე. Dior-მა ბელა ჰადიდთან მუშაობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჰადიდი ფრანგული ბრენდის სილამაზის პროდუქტების სახე გახდა. 2022 წლის მარტამდე, ჰადიდი მოდის სახლის სარეკლამო კამპანიებში ხშირად ჩნდებოდა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა Dior-ის 2023 წლის სადღესასწაულო საშობაო კამპანია, რომელშიც ერთ-ერთი მოდელი, მეი თაგერი ებრაული წარმოშობისაა. რეკლამის გამოსვლის შემდეგ, ინტერნეტ-მომხმარებლებმა Dior პალესტინელი ბელა ჰადიდის ებრაელი მოდელით შეცვლაში დაადანაშაულეს.