ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Louis Vuitton-ის კაცის 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენება ჰონგ-კონგში გაიმართებოდა. შოუმდე სამი დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ჰონგ-კონგში LVMH-ს მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი ბრენდის – Dior-ის კაცის სამოსისა და აქსესუარების ჩვენება იგეგმება. მოდის სახლისთვის კიმ ჯონსის კრეატიული დირექტორობით შექმნილი 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენებაზე საზოგადოება მომდევნო წლის პირველ ნახევარში იხილავს.
“ტოკიოს, მაიამის, ლონდონის, ლოს ანჯელესის და კაიროს შემდეგ, ამ ადგილის არჩევა კიდევ ერთხელ მეტყველებს კრეატიული დირექტორის მოგზაურობისა და მსოფლიო კულტურების მიმართ არსებულ ლტოლვაზე – რაც მესიე დიორსაც იტაცებდა,” – ვკითხულობთ Dior-ის განცხადებაში.
კიმ ჯონსი © nss magazine
ეს არ იქნება პირველი ჩვენება, რომელსაც Dior ჰონგ-კონგში გამართავს. მსოფლიოს ამ წერტილში ფრანგულმა მოდის სახლმა 2014 წელს ქალის ოტ კუტიურ ნამუშევრები წარადგინა, ხოლო 2016 წელს – კაცის კოლექცია. ადგილობრივ ბაზარზე ბრენდი 1980-იანი წლებიდან გვხვდება და დღესდღეობით აქ მისი 11 მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთაგან ექვსში კაცის ხაზიც არის შემოთავაზებული.