Louis Vuitton-ის კაცის 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენებას ჰონგ-კონგი უმასპინძლებს. პარიზის დებიუტის შემდეგ, რომელიც ივნისის თვეში შედგა, ეს იქნება ფრანგული მოდის სახლისთვის ფარელ უილიამსის კრეატიული დირექტორობით შექმნილი მეორე კოლექციის ჩვენება.
“სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ-კონგი: სადაც ტრადიცია თანამედროვე ტენდენციებთან თანხვედრაშია. კოსმოპოლიტური და სიცოცხლით სავსე – ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხალხისა და ვაჭრობის გზაგასაყარს წარმოადგენდა; აღმოსავლურისა და დასავლურის შერწყმის წერტილი, რამაც ხელოვნების, კულტურისა და ინდუსტრიის აყვავებული მეტროპოლიტენის აღმავლობა განაპირობა,” – აღნიშნულია მოდის სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფარელის კრეატიული დირექტორობით შექმნილ ნამუშევრებს საზოგადოება 30 ნოემბერს იხილავს. ჯერ-ჯერობით უცნობია ლოკაცია, სადაც ჩვენება მოეწყობა.
Louis Vuitton-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კაცის კოლექციის ჩვენების ჩანაწერი