აუქციონის სახლ Bonhams-ში დიორის „გაზეთის კაბა“ , ჯონ გალიანოს 2000 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან, 15.300 ფუნტად გაიყიდა. სიახლე აუქციონის სახლის წარმომადგენელმა პრესის გავლენიან გამოცემებს, მათ შორის WWD-ის დაუდასტურა. კაბის საკულტო სტატუსის მიუხედავად, ვარაუდობდნენ, რომ დიორის ეს გახმაურებული მოდელი საწყის ფასად – 800 ფუნტად გაიყიდებოდა.
თუ ადრეული 2000-იანი წლების მოდაში ყველაზე დასამახსოვრებელი კაბები უნდა დავასახელოთ, ერთ-ერთი პირველი დიორის გაზეთის პრინტიანი მოდელი გაგვახსენდება.
ჯონ გალიანოს კაბა ზუსტი და მშვენიერი გამოხატულებაა მოდის იმ პერიოდის, რომელიც ერთდროულად შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც სახალისო და გაბედული.
პოპ-კულტურაში დიორის კაბას კიდევ უფრო მეტი ცნობადობა სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟმა, ქერი ბრედშოუმ მოუტანა, სერიალიდან – სექსი დიდ ქალაქში.