საერთაშორისო პრესაში სიახლე რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ფრანგული საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ და Dior -ის მოდის სახლი 2 წლით ითანამშრომლებენ. კონტრაქტის ფარგლებში, „დიორის“ ატელიეს დიზაინერები კლუბის ფეხბურთელების ჩაცმულობაზე იზრუნებენ. აღსანიშნავია, რომ წარსულში, Dior -ის ბრენდს არცერთ სპორტულ გუნდთან არ უთანამშრომლია და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი მოდის სახლი ფეხბურთელების შემოსვაზე იქნება პასუხისმგებელი. პარიზული კლუბი მსგავსი კონტრაქტით Hugo Boss -თან თანამშრომლობდა.

Dior -ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი, კიმ ჯონსი თანამედროვე მაღალი მოდის ერთ-ერთი ლიდერია. “კიმ ჯონსი უდიდესი ნიჭის პატრონია. ის მუდმივად ამტკიცებს, რომ შეუძლია LVMH – ის ბრენდების კოდებს და მემკვიდრეობას მოერგოს და, ამავდროულად, ისინი უფრო თანამედროვე და გაბედული გახადოს,” ამბობს ბერნარ არნო, „დიორის“ მოდის სახლის მფლობელი.