საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდებითა და ვარსკვლავებით დომინირებულ მოდის ინდუსტრიაში ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერებისთვის გზის გაკვალვა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ერთი რამ, რაც უცვლელია, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის დიდი ბრიტანეთი და უფრო კონკრეტულად, ლონდონი კვლავაც რჩება უდიდესი მნიშვნელობის მქონე ადგილად. სწორედ ლონდონში დაიწყო და განავითარა კარიერა თურქმა დიზაინერმა, რომლის სახელი 2023 წელს, ხშირად გაჟღერდა.
დილარა ფინდიქოღლუ დაიბადა ქალაქ სტამბულში, განათლება მიიღო ლონდონის სახელგანთქმულ აკადემიაში, Central Saint Martins-ში. მოდაში თავისი პირველი ნაბიჯები სწორედ აკადემიის დასრულების შემდეგ, 2016 წელს გადადგა, როცა თავისი სახელობის ბრენდი – Dilara Findikoglu დააფუძნა. სანამ ვარსკვლავების ახალი რჩეული დიზაინერი გახდებოდა, დილარა მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პრესტიჟულ კონკურსში. 2017 წელს, ის ვიხილეთ LVMH Prize-ის ფინალისტთა შორის.
მოდაში ადგილის დასამკვიდრებლად მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნიკალური ხელწერა გადამწყვეტია. თურქი დიზაინერის კოლექციები ძლიერი იდენტობის მატარებელია და ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რელიგია, პოლიტიკა. ის ერთდროულად არის პროვოკაციულიც, სექსუალურიც, გოთური და პანკ სუბკულტურების გამოძახილი. თვალი გადავავლოთ ვარსკვლავებს, რომლებმაც წელს Dilara Findikoglu -ს კოლექციები მოირგეს.
ქარდი ბი

ემა კორინი

კაილი ჯენერი

მარგო რობი

ანია ტეილორ ჯოი

ემილი რათაკოვსკი

მადონა
