Y/Project – ის დიზაინერი, გლენ მარტენსი Diesel – ის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოულოდნელი სიახლე დღეს გავრცელდა. წარმოშობით ბელგიელი დიზაინერი, ანტვერპენის აკადემიის კურსდამთავრებული, ფრანგულ მოდაში 2013 წლიდან გამოჩნდა. ნუ დავივიწყებთ, რომ 2010-იანები ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იყო მოდის ინდუსტრიაში. ამ ათწლეულში რეალობის ფასი ოცნების გაუფასურების ხარჯზე გაიზარდა. ქუჩამ, რომელშიც შეულამაზებელი სინამდვილე იყო, მაღალი მოდის პოდიუმზე გადაინაცვლა. გამოჩნდნენ ახალი დიზაინერები, რომლებმაც მაღალი მოდის „ზედმეტად“ მაღალი სტანდარტები უარყვეს, წესები დაარღვიეს, თუმცა შედეგად დიდ წარმატებას მიაღწიეს. სწორედ 2010-იანების ახალი ტალღის წევრია მარტენსი, რომლის სახელის ხსენებაზე, პირველ რიგში, რეკონსტრუირებული ჯინსები და რიანას ჩექმები მახსენდება.
Y/Project by Glenn Martens
Rihanna x Y/Project

იტალიური ბრენდი აქსესუარების და ფეხსაცმლის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, თუმცა Diesel – ის წარმატება მეტწილად ჯინსებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრენდი რამდენჯერმე აღმოჩნდა ფინანსურ ჩიხში. 2019 წელს, Diesel S.p.A.-ს ამერიკულმა იუნიტმა გაკოტრება გამოაცხადა, რასაც მოჰყვა ფინანსური რელიზი, რომლითაც ირკვეოდა, რომ ბრენდი 6 წლის განმავლობასი ფულს გამუდმებით კარგავდა.

Diesel – ის მფლობელ კომპანიაში, OTB Group-ში, იმედი აქვთ, რომ ახალგაზრა დიზაინერი, რომელიც ტრენდულ ჯინსებს ქმნის, კომპანიას ფინანსური სტაბილურობის დაბრუნებაში დაეხმარება.