ლონდონში ყოველწლიური მოდის დაჯილდოება წელს 4 დეკემბერს გაიმართება. დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭომ დაჯილდოების ნომინანტების ვინაობა დაასახელა.

2023 წლის საერთაშორისო დიზაინერის სტატუსისთვის ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან: Burberry-ის შემოქმედებითი დირექტორი დენიელ ლი, Loewe-ს – ჯონათან ანდერსონი, Prada-ს – მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი, Alexander McQueen-ის სარა ბარტონი და Bottega Veneta-ს მეთიუ ბლაზი.

2022 წლის საერთაშორისო დიზაინერის დაჯილდოება Fashion Awards-ზე ლონდონში

წლის საერთაშორისო ტოპ მოდელის კატეგორიაში ვხედავთ სამოდელო ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად სახეებს, როგორებიც არიან: ალტონ მეისონი, ანოკ იაი, პალომა ელსესერი, ლიუ ვენი, მონა თუგარდი და კაი-ისაია ჯამალი.

დანარჩენი კატეგორიები კი, ასე გამოიყურება:

წლის ბრიტანელი დიზაინერი მამაკაცის სამოსში:

დიზაინერი: Grace Wales Bonner / ბრენდი: Wales Bonner

დიზაინერი: Kiko Kostadinov / ბრენდი: Kiko Kostadinov

დიზაინერი: Kim Jones / ბრენდი: Dior Men

დიზაინერი: Martine Rose / ბრენდი: Martine Rose

დიზაინერი: Steven Stokey-Daley / ბრენდი: S.S.DALEY

წლის ბრიტანელი დიზაინერი ქალის სამოსში:

დიზაინერი: Erdem Moralıoğlu / ბრენდი: Erdem

დიზაინერი: Maximilian Davis / ბრენდი: Ferragamo

დიზაინერი: Nensi Dojaka / ბრენდი: Nensi Dojaka

დიზაინერი: Roksanda Ilinčić / ბრენდი: ROKSANDA

დიზაინერი: Simone Rocha / ბრენდი: Simone Rocha

დამწყები დიზაინერი მამაკაცის სამოსში:

Bianca Saunders

Corteiz

LABRUM London

Nicholas Daley

Saul Nash

დამწყები დიზაინერი ქალის სამოსში:

Chopova Lowena

Dilara Fındıkoğlu

KNWLS

ROBERT WUN

Supriya Lele

აგრეთვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭო 4 დეკემბერს საპატიო ჯილდოს გადასცემს ლეგენდარულ ვიზაჟისტს, შარლოტ ტილბურის, რომლის ბრენდი თანამედროვე Beauty მარკეტის ერთ-ერთ უპირობო ლიდერად იქცა.