8 სექტემბერს ერთი წელი გავიდა დიდი ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი მონარქის, დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალებიდან. გასული წლის განმავლობაში, ლონდონის მოდის კვირეულზე, არაერთმა დიზაინერმა მიაგო პატივი დედოფალს, რომელიც გვირგვინს 70 წლის განმავლობაში ატარებდა. ელისაბედ II-ის შთაგონებით შექმნილ კოლექციებს ლონდონში ახალ სეზონზეც ვხვდებით, მათ შორისაა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე. დევიდ კომას ახალი კოლექციის ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე 16 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 20:00 საათზე გაიმართა.

David Koma გაზაფხული/ზაფხული 2024

კოლექციისთვის თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ შევამჩნიოთ ყვავილების სიმრავლე, წარმოდგენილი აქსესუარების, ფერადი პრინტების სახით, რომელიც წარსულში, ქართველი დიზაინერის ხელწერაში ასეთი დოზით არ გვხვდებოდა. როგორც კომახიძემ ჩვენების შემდეგ აღნიშნა, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შთაგონება დედოფალი ელისაბედ II და ყვავილებისადმი მისი სიყვარული გახდა. ცნობილი ფაქტია, რომ დედოფალი ჩელსის ყვავილების ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობდა. „ეს კოლექცია მის უდიდებულესობას მივუძღვენი, რადგან მისი შემოსვა ყოველთვის ოცნებად მქონდა,“ – ამბობს კომახიძე Vogue-თან ინტერვიუში.

David Koma გაზაფხული/ზაფხული 2024

David Koma-ს ახალი კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – Vogue.com