წარმატებული ქართველი ფოტოგრაფი აგრძელებს ამერიკულ ბრენდთან თანამშრომლობას. ამჯერად დავით გიორგაძის ობიექტივში ქლოი სივანი მოხვდა. ქლოი Proenza Schouler-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიის სახედ დასახელდა.
ქლოი ბრენდის დამფუძნებლებისა და შემოქმედებითი ხელმძღვანელების, ჯეკ მაკქალას და ლაზარო ჰერნანდესის დიდი ხნის მუზაა. მსახიობი წარსულშიც გვინახავს “პროენზა სქულერის” კამპანიებში, იგი იცვამდა ბრენდის სამოსს სხვადასხვა ღონისძიებაზე, მეტიც, ბრენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, სევინი პოდიუმზე, მოდელის ამპლუაშიც ვიხილეთ.
აქვე უნდა ითქვას, რომ 2023 წლის შემოდგომის კოლექცია ბრენდის 20 წლისთავს აღნიშნავს – 2003 წლის თებერვალში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, ჯეკმა და ლაზარომ Proenza Schouler-ის სადებიუტო კოლექცია წარადგინეს.