საქართველოში დაბადებული ლონდონში დაფუძნებული დიზაინერი, დავით კომახიძე Blumarine-ს ახალ კრეატიულ დირექტორად დასახელდა. სიახლე სულ ახლახან გავრცელდა. როგორც Style Not Com-ზე ვკითხულობთ, კომახიძე იტალიური ბრენდისთვის თავის პირველ კოლექციას 2025 წლის წინა-საშემოდგომო სეზონზე წარადგენს.
Blumarine-ს კრეატიული დირექტორის პოზიცია თავისუფალი მიმდინარე წლის მარტში გახდა, როცა კრეატიულმა დირექტორმა, Walter Chiapponi-მ ბრენდი მხოლოდ ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა.
დავით კომახიძეს აქვს ტანისამოსისა და აქსესუარების საკუთარი ბრენდი – David Koma, აგრეთვე საცურაო კოსტიუმების ხაზი – Let’s Swim. 2013-2017 წლებში, კომახიძე ბრენდ Mugler-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.