დავით კომახიძის ესთეტიკაში სპორტს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, თუმცა გასული სეზონების განმავლობაში, ქართველმა დიზაინერმა სპორტული სტილის ახლებულად წარმოჩენა გადაწყვიტა. David Koma-ს კოლექციები უფრო პრაქტიკული, ყოველდღიური და მრავალფეროვანი გახდა. კომახიძის მოდამ წითელი ხალიჩიდან რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლა, რამაც ბრენდს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.

ფაქტია, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა. გამომდინარე აქედან, კომახიძე კვლავ აგრძელებს სპორტული გლამურის ახლებურად წარმოჩენას. ამის თქმის საფუძველს David Koma-ს ახალი 2022 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციაც გვაძლევს.

ცოტა ხნის წინ, ქართველმა დიზაინერმა 37 კოსტიუმისგან შემდგარი ლუქბუქი გაავრცელა. კომახიძის კლასიკად ქცეულ ფემინურ და სექსუალურ სილუეტებთან ერთად, კოლექციაში შესამჩნევი ადგილი უკავია ტყავს და მოტოსპორტთან ასოცირებულ სტილს.


David Koma – ახალი კოლექცია