10 და 11 მაისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ბიონსეს ახალი მსოფლიო ტური “Renaissance World Tour” დაიწყო. “Renaissance” ამერიკელი ვარსკვლავის მეშვიდე სტუდიური ალბომის სახელწოდებაა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გამოვიდა.

პირველი ორი კონცერტის შემდეგ, საუბარი არ წყდება ტურისთვის შერჩეული კოსტიუმებზე, რომელთა შორის არის ლუქი ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის 2023 წლის ზაფხულის კოლექციიდან. კომახიძეს ბიონსესთან მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „გრემის“ ყველაზე ბევრი ჯილდოს მფლობელი არტისტი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ფიგურა იყო, რომელმაც David Koma მოირგო. მოდის პრესის ცნობილ გამოცემასთან, WWD-ისთან ახალ ინტერვიუში, ქართველმა დიზაინერმა ბიონსესთან მუშაობის პროცესზე და ახალ ტურზე კომენტარი გააკეთა.

“რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს ტურის შესახებ, ასე რომ ვიცოდი. მათი სურვილი იყო ისეთი რამის გაკეთება, რაც მოერგებოდა ბიონსეს ტურის ახალ მიმართულებას,” – აღნიშნავს კომახიძე. ”ბიონსესთან მუშაობა საკმაოდ მარტივი იყო, რადგან ესთეტიკურად ერთმანეთის გვესმის და მე არაერთხელ მიმუშავია მასთან.“ რაც შეეხება ესკიზებზე მუშაობის პროცესს, კომახიძემ ხაზი გაუსვა ბიონსეს ჩართულობას: “მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი გუნდი ჰყავს, ბიონსე ყოველთვის ძალიან ჩართულია პროცესში და იცის რა უნდა.“