ქეისი ქადუალედერმა პარიზის მაღალი მოდის კვირეულის დასკვნით დღეს, Mugler-ის 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.

ტოპ მოდელებით დატვირთულ პოდიუმზე, დიზაინერმა “მუგლერის” კოდებით შექმნილი ლუქები წარადგინა – მაქმანები, წვეტიანი მხრები, კორსეტები… ქეისიმ ნამდვილად შეძლო პოდიუმზე დაებრუნებინა “მუგლერი” სათანადო ხმაურით. ემბერ ვალეტა, ევა ჰერციგოვა, მარიაკარლა ბოსკონო, მონა ტუგაარდი, ადუთ აკეჩი, ანოკ იაი, დებრა შოუ, ზივე, შალომ ჰარლოუ, პალომა ელესერი, დომინიკ ჯექსონი – ეს იმ მოდელების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენებაზე ვიხილეთ.

კულისების ფოტოები აწ უკვე ცნობილმა StyleDuMonde-მ გადაიღო და ისინი არავის დატოვებს გულგრილს. შესაძლოა ეს კოლექციის „ხასიათის“ ან მოდელების უდიდესი პროფესიონალიზმის ბრალია, თუმცა, ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

Mugler-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია / ფოტოები ჩვენების კულისებიდან:

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს: Vogue.com/Mugler