დარია ვერბოვი დაბრუნდა! ეს იყო სიტყვები, რომლებსაც გასული დღეების განმავლობაში, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად მოისმენდით. უკრაინული ფესვების კანადელი მოდელი, საბატო დე სარნოს ხელმძღვანელობით, Gucci-ს პირველ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა.
მიუხედავად იმ შთამბეჭდავი წარმატებისა, რომელსაც დარიამ სამოდელო ბიზნესში მიაღწია, იგი ყოველთვის ღიად გამოხატავდა თავის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას მოდელის პროფესიასთან მიმართებით, რაც მოიცავს დატვირთული გრაფიკით მუშაობას, მუდმივად გზაში ყოფნას ერთი გადაღებიდან მეორემდე, ოჯახისგან შორს მუშაობას, წნეხს და ფორმის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ მკაცრ სტანდარტებს.
2009 წელს, უკრაინელმა მოდელმა პოდიუმიდან წასვლის შესახებ განაცხადა, დარიამ განმარტა, რომ „ფიზიკურად და გონებრივად ვეღარ უძლებდა“ დატვირთვით მუშაობას. 2016 წელს კი, საბოლოოდ გაუჩინარდა ინდუსტრიიდან, იგი აღარ ჩნდებოდა არც სარეკლამო კამპანიებსა თუ ჟურნალების გარეკანებზე.

Gucci-სთვის ახლადგამოქვეყნებულ ფოტოზე აუზთან მჯდომი ვერბოვი არის აღბეჭდილი. ჯერ უცნობია გამოჩნდება თუ არა ყველასთვის მონატრებული მოდელი საბატო დე სარნოს სადებიუტო შოუზე მილანში, რომელიც სექტემბერში იგეგმება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დარიამ ამის შესახებ შეთავაზება უკვე მიიღო.
სანამ სუპერმოდელის კარიერის ახალი თავის შესახებ უფრო მეტი გახდება ცნობილი, თვალი გადავავლოთ მის განვლილ გზას და მნიშვნელოვან კარიერულ მომენტებს:
ვოგის იტალიური გამოცემის 2003 წლის ოქტომბრის ნომრის გარეკანი

გუჩის 2003 წლის ჩვენება

პრადას 2003 წლის სარეკლამო კამპანია

ჟივენშის 2004 წლის ჩვენება

გუჩის 2004 წლის სარეკლამო კამპანია

ვოგის იტალიური გამოცემის 2004 წლის მაისის ნომრის გარეკანი

ჟან პოლ გოტიეს 2004 წლის ოტ-კუტიურ კოლექციის ჩვენება

ვოგის ამერიკული გამოცემის 2004 წლის სექტემბრის ნომერი ჟიზელ ბუნდჩენთან და ნატალია ვოდიანოვასთან ერთად

ლანკომის 2005 წლის სარეკლამო კამპანია

ვერსაჩეს 2005 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება

შანელის 2005 წლის სარეკლამო კამპანია

ალექსანდრ მაკქუინის 2005 წლის ჩვენება

ვოგის ფრანგული გამოცემის 2005 წლის მარტის ნომრის გარეკანი

მაქს მარას 2005 წლის ჩვენება

ვერსაჩეს 2006 წლის სარეკლამო კამპანია ქეით მოსთან ერთად

შანელის 2006 წლის ჩვენება

ვალენტინოს 2007 წლის სარეკლამო კამპანია

ვერსაჩეს 2007 წლის ჩვენება

მისონის 2007 წლის სარეკლამო კამპანია

ვოგის ბრიტანული გამოცემის 2007 წლის მარტის ნომრის გარეკანი

ვოგის ამერიკული გამოცემის 2008 წლის აპრილის ნომერი

დიორის 2009 წლის სარეკლამო კამპანია

ვოგის ბრიტანული გამოცემის 2009 წლის მაისის ნომრის გარეკანი

სელინის 2013 წლის სარეკლამო კამპანია

ჟურნალ Interview -ს 2013 წლის სექტემბრის ნომრის გარეკანი

ვოგის ბრიტანული გამოცემის 2014 წლის მარტის ნომრის გარეკანი

ბალენსიაგას 2014 წლის სარეკლამო კამპანია

ვოგის ფრანგული გამოცემის 2015 წლის მარტის ნომრის გარეკანი

სელინის 2015 წლის სარეკლამო კამპანია
