„ყოველთვის ვაიდეალებდი 1970-იანი წლების მოდას. არამხოლოდ ფორმებს, ხაზებს, ფერებს და მოდელებს, არამედ ხალხის მუხტს ტანსაცმლის ტარებისას,“ – ამბობს მსახიობი, დაკოტა ჯონსონი ვოგთან ინტერვიუში. 70-იანების მოდის ერთ-ერთი გამორჩეული ფენომენი კი, გუჩის მოდის სახლი იყო, რომელსაც მაშინ, გლობალური წარმატებისთვის ახალი მიღწეული ჰქონდა.

გუჩის საერთაშორისო პოპულარობაში უდიდესი როლი ითამაშა ჩანთის ერთმა მოდელმა, რომელიც ისტორიაში შევიდა “Jackie 1961”-ის სახელით, მას შემდეგ, რაც ის 1961 წელს, აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჟაკლინ “ჯეკი” კენედიმ დაიკავა.

სწორედ “Jackie 1961” მოდელის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა დაკოტა ჯონსონი.

ჯონსონი იტალიურ ბრენდთან ხშირად თანამშრომლობს. მსახიობს ახლო პროფესიული და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს მოდის სახლის ყოფილ კრეატიულ დირექტორ ალესანდრო მიკელესთან. გასული 7 წლის განმავლობაში, “Jackie 1961”-ს მნიშვნელოვანი როლი ეკავა ალესანდროს კოლექციებშიც. იტალიელი დიზაინერი ჩანთის განსხვავებულ ვარიაციებს ხშირად სთავაზობდა მომხმარებელს.

Gucci ”Jackie 61” – ახალი სარეკლამო კამპანია

რაც შეეხება სარეკლამო კამპანიას, პაპარაცული სტილის ფოტოები, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა Glen Luchford-მა გადაიღო. უნდა ითქვას ისიც, რომ ჟაკლინ “ჯეკი” კენედის გუჩის ჩანთით ყველაზე ხშირად სწორედ პაპარაცები აფიქსირებდნენ. მისი გუჩის ჩანთით გადაღებული პაპარაცული ფოტოები გაცილებით დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობდა. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ახალი სარეკლამო კამპანიის კონცეფციაც სწორედ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედითაა შთაგონებული.