აუქციონზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე იშვიათი მოდელი მდიდრული აქსესუარებით სახელგანთქმული მოდის სახლებისგან, როგორებიცაა: ლუი ვიტონი, დიორი და ერმესი. ჩანთების გაყიდვებმა რეკორდული 4.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მასშტაბით, აუქციონზე გაყიდული ჩანთების რეკორდი მოიხსნა. ინფორმაციას ადასტურებს WWD. როგორც გამოცემას, Christie’s International-ის წარმომადგენელმა, რეიჩელ კოფსკიმ განუცხადა, სამშაბათს გამართული აუქციონის შედეგები „აჩვენებს ჩანთებისა და აქსესუარების ბაზრის სიძლიერეს.“

ყველაზე ძვირადღირებული გაყიდული ნივთი Hermès Kellywood 22 აღმოჩნდა, ერმესის შარფის ნიმუშზე დაფუძნებული გეომეტრიული დიზაინით. ჩანთა აუქციონზე 176,400 დოლარად შეფასდა. გაყიდულ კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ შემდეგ მოდელებს: Lady Dior, Hermès Birkin და Hermès Kelly. შეზღუდული რაოდენობით წარმოებული ნიანგის კელი და ბირკინი მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ჩანთების სათავეში არიან, შესაბამისად, არავის გაკვირვებია, როცა აუქციონზე კელი 119,700 დოლარად, ხოლო ბირკინი 151,200 დოლარად გაიყიდა. რაც შეეხება დიორსა და ლუი ვიტონს, დიორის ცნობილი Lady Dior-ის ფასმა 21,420 დოლარი, ხოლო ლუი ვიტონის ტაკაში მურაკამის მიერ შექმნილმა საკულტო მოდელმა 21,420 დოლარი შეადგინა.