ვინ ფლობს შანელს? მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული მოდის ეს უდიდესი სახლი მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ ბრენდებს შორისაა, უმრავლესობას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება.

შანელის მოდის სახლი დამოუკიდებლად ოპერირებს, ის არ არის არცერთი კონგლომერატის ნაწილი, მფლობელები კი, ანონიმურობით გამოირჩევიან – თავს არიდებენ ინტერვიუებსა და საჯარო ღონისძიებებს. ისინი ძმები, ალენ და ჟერარ ვერთჰაიმერები არიან.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჟერარ ვერთჰაიმერი 47,6 მილიარდი დოლარის ქონებით, შვეიცარიის ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელია. როგორც გერმანულენოვანი ჟურნალი Bilanz აღნიშნავს, ვერთჰაიმერის ქონებამ პირველად გადააჭარბა Ikea-ს დამფუძნებელი ოჯახის, კამპრადების ქონებას. ჟერარ ვერთჰაიმერი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს.