შანელის მოდის სახლის პრეზიდენტს ახალ თანამდებობაზე 1 ივლისს წარადგენენ. ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთის მოდის ფედერაცია.

პავლოვსკი რალფ ტოლედანოს შეცვლის, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას 2014 წლიდან იკავებდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ივლისში პარიზში დაგეგმილია ოტ-კუტიურ მოდის კვირეული, სადაც პირველად, პანდემიის დაწყების შემდეგ, უკლებლივ ყველა ჩვენება ფიზიკურ ფორმატში გაიმართება.